სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში ტრნავას „სპარტაკი“ „კოშიცეს“ ესტუმრა, რომელიც 2:1 დაამარცხა.
76-ე წუთზე თამაშში ლუკა ხორხელი ჩაერთო, როცა მისი გუნდი მარცხდებოდა, მან კი თავი საგოლე პასი გამოიჩინა, როცა 92-ე წუთზე ერიკ საბომ გამარჯვების გოლი გაიტანა. ეს ხორხელის პირველი საგოლე მოქმედებაა სლოვაკეთის ჩემპიონატში.
ტრნავას „სპარტაკი“ 26 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში 29 ნოემბერს, „კომარნოს“ უმასპინძლებს.









