„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ლე ავრთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა:
„სანაკრებო შესვენების შემდეგ ყოველთვის რთულია ყველაფრის მართვა. თითოეული ფეხბურთელის სათამაშო დროის, მათი მდგომარეობის, განხორციელებული მგზავრობის მონიტორინგი უნდა გქონდეს... ვფიქრობ, დღეს საუკეთესო, რასაც მივაღწიეთ, შედეგი იყო. პირველ ტაიმში, ვფიქრობ, საკმაოდ არაზუსტები ვიყავით, მაგრამ შედეგი კარგია და ჩვენთვის ეს სამი ქულა ძალიან მნიშვნელოვანია. მე გაუმჯობესებას და გუნდის უკეთ თამაშს ვცდილობ, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია შედეგების მიღწევა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ლიგაში პირველი ადგილის დაბრუნება. თუმცა გაუმჯობესება გვჭირდება”, - თქვა ლუის ენრიკემ.
„პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ში 13 ტურის შემდეგ 30 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში 29 ნოემბერს, „მონაკოს“ ესტუმრება, მაგრამ იქამდე ჩემპიონთა ლიგაზე „ტოტენჰემს“ უმასპინძლებს.









