პოლ პოგბა ორწელზე მეტხნიანი პაუზის შემდეგ ფეხბურთს დაუბრუნდა.
ფრანგი ფეხბურთელი „მონაკოს“ შემადგენლობაში „რენთან“ მატჩის 85-ე წუთზე შევიდა მოედანზე 811 დღის შემდეგ პირველად ითამაშა.
პოლს ბოლო მატჩი 2023 წლის 3 სექტემბერს, „იუვენტუსის“ მაისურით „ემპოლის“ წინააღმდეგ ჰქონდა ჩატარებული. მას შემდეგ მან ჯერ დოპინგის გამო დისკვალიფიკაცია მოიხდადა, მერე ტრავმების გამო ვერ თამაშობდა. და აი, როგორც იქნა დაბრუნდა.
„ფეხბურთის თამაში ყველაზე მეტად მიყვარს. ჩემთვის ფეხბურთი არ დასრულებულა. მე ვიყავი ის, ვინც ყველაზე მეტად განვიცადე ჩემი მდგომარეობა. მოუთმენლად ველოდი დაბრუნებას. არის მომენტები, როდესაც ეშმაკი ცდილობს თქვას, რომ ყველაფერი დასრულდა. მაგრამ არსებობს კეთილი ღმერთი, მე მჯერა საკუთარი თავის“, - აღნიშნა ფრანგმა მატჩის შემდეგ.









