ფეხბურთი

15:42 | 23.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "ნიღბებს არ ვატარებ, ფეხბურთელებთან პირდაპირი ურთიერთობა მაქვს"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ატალანტასთან“ მატჩის შემდეგ ისაუბრა და ფეხბურთელებთან ურთიერთობაზე ილაპარაკა.

„ჩემს ფეხბურთელებთან ძალიან გულწრფელი, პირდაპირი და გამჭვირვალე ურთიერთობა მაქვს. ყოველთვის ვცდილობთ, ერთმანეთს სიმართლე ვუთხრათ. მე ნამდვილი კაცი ვარ, ნიღბებს არ ვატარებ, პატიოსნება მასწავლეს. ნახევარდაცვაში ტრავმების გამო, სამი კაცით დავრჩით. მეორე ტაიმში უკეთესად თამაში შეგვეძლო“, - აღნიშნა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ „ატალანტა“ 3:1 დაამარცხა და ამ ეტაპზე სერია A-ს ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.119557