სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

16:16 | 23.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

პერესი: "არაა ნორმალური, რომ "ბარსელონამ" მსაჯების ვიცე-პრეზიდენტს 8 მილიონი გადაუხდა"

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა „ბარსელონა“ გააკრიტიკა და მსაჯისთვის გადახდილი 8 მილიონი ევრო გაიხსენა. როგორც მან თქვა, ეს ზუსტად „ბარსელონას“ წარმატებულ პერიოდს ემთხვევა.

„არ არის ნორმალური, რომ „ბარსელონამ“ მსაჯთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს 17 წლის განმავლობაში 8 მილიონზე მეტი ევრო გადაუხადა, რა მიზეზიც არ უნდა იყოს. და, შემთხვევით, ეს ყველაფერი „ბარსელონას“ საუკეთესო პერიოდს ემთხვევა...

არ არის ნორმლური, რომ ლა ლიგის პრეზიდენტი ლა ლიგის მატჩის ესპანეთის ფარგლებს გარეთ ჩატარებას უწევდა პოპულარიზაციას, ფრენკი დე იონგი კი მიიჩნევდა, რომ ეს ნორმალური არ არის“, - თქვა პერესმა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.129893