იტალიის სერია A-ში „რომა“ აგრძელებს შესანიშნავ თამაშს და ლიდერია. ჯან პიერო გასპერინის გუნდმა მე-12 ტურში სტუმრად „კრემონეზეს“ 3:1 სძლია.
პირველ ტაიმში მატიას სულემ გაიტანა, მეორე ნახევარში ევან ფერგიუსონმა და ვესლი ფრანკამ კიდევ ორჯერ გაიტანეს და ყველაფერი გადაწყვიტეს. მასპინძლებმა ბოლოს პრესტიჟის გოლით უპასუხეს. "კრემონეზეს" რიგებში სათადარიგო სკამზე იყო დაჩი ლორთქიფანიძე.
კრემონელები ზედიზედ მესამედ დამარცხდნენ და 14 ქულით მე-12 ადგილზე არიან, მომდევნო ტურში კი „ბოლონიას“ ესტუმრებიან. „რომა“ 27 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში „ნაპოლის“ უმასპინძლებს.









