ფეხბურთი

20:43 | 23.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი წიტაიშვილმა საფრანგეთის ლიგა 1-ში სადებიუტო გოლი გაიტანა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-13 ტურში „მეცი“ სტუმრად კონკურენტ „ბრესტთან“ დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა, თუმცა გიორგი წიტაიშვილმა ფრანგულ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა „ბრესტთან“ მეექვსე წუთზე მოახერხა თავის გამოჩენა და ანგარიში გაათანაბრა (1:1). წიტაიშვილი 22-ე ქართველი ფეხბურთელია, ვისაც ტოპლიგაში გოლი გაუტანია. აღსანიშნავია, რომ „მეცის“ ისტორიაში მესამე ქართველია გიორგი მიქაუტაძისა და გიორგი აბუაშვილის მერე, რომელმაც ამ კლუბის მაისურით გაიტანა.

გიორგი 68-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გიორგი აბუაშვილს თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია, სათადარიგო სკამზე დარჩა. ორივე ქართველს მიმდინარე სეზონში თითო გოლი აქვს გატანილი, მაგრამ წიტაიშვილის აქტივში ერთი საგოლე პასიცაა.

"მეცი" ახლოს იყო, რომ "ბრესტთან" არ წაეგო, მაგრამ მე-10 კომპენსირებულ წუთზე პენალტით გაუშვა გადამწყვეტი გოლი და 2:3 წააგო.

„მეცს“ წინა სამ ტურში მოგება ჰქონდა, ასე რომ, კარგი სერია შეწყვიტა. 11 ქულით ისევ გასავარდნ ზონაში დაეშვა და მე-17 პოზიციას იკავებს, ხოლო მომდევნო ტურში 28 ნოემბერს, „რენს“ შინ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.088262