ფეხბურთი

21:27 | 23.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაიას "ანორთოსისის" კარგია სერია გრძელდება, არველაძის "ქასიმპაშამ" ცუდი სერია შეწყვიტა

კვიპროსის ჩემპიონატის მე-11 ტურში ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ სტუმრად „პარალიმნი“ 3:2 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

თემურ ქეცბაიას გუნდი ტაიმის შემდეგ აგებდა (1:2), მაგრამ მეორე ნახევარში ორჯერ გაიტანა და 3:2 მოიგო. „ანორთოსისს“ 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (2 მოგება, 3 ფრე), რის შედეგადაც, 11 ქულით მე-10 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „აპოელს“ უმასპინძლებს. „პარალიმნის“ რიგებში 87 წუთი ითამაშა ზურაბ მუსელიანმა. ეს გუნდი კრიზისშია, ერთადერთი ქულით ბოლო პოზიციაზეა.

თურქეთის სუპერლიგაში წარუმატებელი სერია შეწყვიტა შოთა არველაძის „ქასიმპაშამ“, რომელიც სტუმრად „ალანიასპორთან“ აგებდა, მაგრამ დააქამბექა და საბოლოოდ, 2:1 მოიგო. „ქასიმპაშა“ 13 ტურის შემდეგ 13 ქულით მე-13 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.178731