სხვა

22:00 | 23.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

მეტელკინა-ბერულავას წყვილის საგზური გრან პრის ფინალურ სერიაზე

ფინეთში გამართული გრან პრის სერიის ბოლო, მეექვსე ეტაპით დასრულდა გრან პრის სერიის ფარგლებში გამართული საერთაშორისო ტურნირები და თითოეულ კატეგორიაში გამოვლინდნენ გრან პრის სერიის ფინალისტები.

საქართველოს ნაკრების წევრმა სპორტულმა წყვილმა ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინამ ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს ეტაპებზე და 28 სარეიტინგო ქულით ფინალური ასპარეზობის საგზურის მფლობელები გახდნენ. სპორტული წყვილების კატეგორიაში ფინალში სულ მონაწილეობას მიიღებს ყველაზე მაღალრეიტინგული ექვსი სპორტული წყვილი.

გრან პრის ფინალი 4-7 დეკემებერს, იაპონიის ქალაქ ნაგოიაში გაიმართება.

ეტაპების მიხედვით საკმაოდ მაღალი შედეგები აჩვენეს ჩვენი ნაკრების სხვა წევრებმაც. ნიკა ეგაძესა და ანასტასია გუბანოვას ძალიან ცოტა ქულა დააკლდათ ფინალში სასპარეზოდ. ისინი შესაბამის კატეგორიებში სამ სარეზერვო მონაწილეს შორის არიან წარდგენილნი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091887