ესპანეთის ლიგა ენდესას მერვე ტურში „ბარსელონამ“ „გრან კანარიასთან“ გასვლაზე 72:61 მოიგო, ხოლო თორნიკე შენგელია მატჩის MVP გახდა.
შენგელიამ 21 წუთში 12 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მან 5-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 18 გახლდათ, რაც ორივე გუნდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.
„ბარსელონა“ ლიგა ენდესაში 4 გამარჯვებით და 4 მარცხით მეშვიდე პოზიციაზეა, მომდევნო ტურში კი, 7 დეკემბერს, „მორაბანკ ანდორას“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.









