საუდის არაბეთის ჩემპიონატის მეცხრე ტურში „ალ-ნასრმა“ „ალ-ხალეჯი“ 4:1 დაამარცხა, კრიშტიანუ რონალდუმ კი ულამაზესი მაკრატელა გოლი გაიტანა.
„ალ-ნასრი“ ჟოაო ფელიქსის, ვესლის და სადიო მანეს გოლებით 3:1-ს იგებდა, როცა 96-ე წუთზე კრიშტიანუმ აკრობატულ ნახტომში ბრწყინვალე გოლი შეაგდო და ბევრს მოაგონა 2018 წელს, „იუვენტუსთან“ გატანილი საოცარი გოლი.
რონალდუმ კარიერაში 954-ე გოლი მიითვალა და 1000 გოლისკენ მიიწევს. საუდი პრო ლიგის მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 10 გოლია და მხოლოდ თანაგუნდელ ჟოაო ფელიქსს ჩამორჩება.
„ალ-ნასრს“ კარგი სეზონი აქვს - 9 ტურში 9 მოგებით და შესაბამისად, 27 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.









