ფეხბურთი

1:55 | 24.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" "ინტერს" აჯობა და მეორე ადგილზე გადავიდა

იტალიის სერია A-ს მე-12 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ინტერმა“ „მილანს“ უმასპინძლა და დერბიში ისევ დამარცხდა.

ისევ, რადგან ბოლო ექვსი დერბიდან „ინტერმა“ ერთიც ვერ მოიგო - 2 ფრე და 4 წაგება. კრისტიან კივუს გუნდი ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ „როსონერის“ დაცვას, რომელიც მაქს ალეგრის ორგანიზებით შესანიშნავად თამაშობდა, გასაღები ვერ მოარგო.

მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 54-ე წუთზე გავიდა: კრისტიან პულიშიჩმა ახლო მანძილიდან გაუტანა იან ზომერს. შეიძლებოდა, ეს ერთადერთი გოლი არ ყოფილიყო, მაგრამ 20 წუთის შემდეგ მაიკ მენიომ ჰაკან ჩალჰანოღლუს პენალტი მოიგერია და მატჩის გმირი ფრანგი მეკარე გახდა.

გასული სეზონიდან მოყოლებული "მილანი" "ინტერთან" არ მარცხდება, არცერთ ტურნირზე და როგორც ჩანს, "ნერაძურის" თანაქალაქელის კომპლექსი უჩნდება.

„მილანს“ პირველი ტურის შემდეგ არ წაუგია, 25 ქულით მეორე ადგილზეა და მხოლოდ ლიდერს, „რომას“ ჩამორჩება ორი ქულით. „ინტერისთვის“ მეოთხე მარცხი იყო და 24 ქულით მეოთხე ადგილზეა.

„ინტერი“ – „მილანი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 პულიშიჩი (54)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.09428