NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა, სადაც "ტორონტო რეპტორსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო. სანდრო მამუკელაშვილის გუნდმა ამჯერად საკუთარ მოედანზე "ბრუკლინ ნეტსს" უმასპინძლა და მეტოქე 119:109 დაამარცხა.
სანდრო მამუკელაშვილმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 26:33 წუთი გაატარა, აღნიშნულ დროში ქართველის მონაგარი 12 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა იყო.
"ტორონტოს" მხრიდან ყველაზე მეტი 17 ქულა სკოტ ბარნსმა ჩააგდო, ხოლო მატჩის საუკეთესო კალათბურთელად "ბრუკლინის" კალათბურთელი ტაირეს მარტინი დასახელდა, რომლის ანგარიშზეც 26 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა იყო.
შეგახსენებთ, რომ "ტორონტო" 12 მოგებითა და 5 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილის იკავებს, მომდევნო მატჩს კი 25 ნოემბერს "კლივლენდ კავალიერსის" წინააღმდეგ გამართავს.









