უსმან დემბელეს ფრანგული პასპორტის მფლობელი და შესაბამისად საფრანგეთის ნაკრების შემტევია, თუმცა იგი წარმოშობით „კარენოი“ აფრიკელია, რომლის დედა ფატიმა სირი, არის მავრიტანელ-სენეგაელური ფესვების მქონე, ხოლო მამა მალელი მუსლიმი გახლავთ, რამაც შვილის რელიგიური კუთვნილება განსაზღვრა.
დემბელეს უწინ ქალებში წანწალი ნამეტანი უყვარდა, თუმცა მისი ქარიშხლიანი ცხოვრება 2021 წელს დასრულდა როდესაც რიმა ედბუჩეზე ტრადიციული მაროკო-მუსლიმური ცერემონიალით იქორწინა. ამის შემდეგ, ჩვენი უსმანი აგურებზე შემდგარ „მოსკვიჩს“ დაემსგავსა, რომელიც სხვაგან წასვლას აღარ აპირებს და არც არავინ მისცემს ამის საშუალებას.
სხვათაშორის რიმა ცნობილია როგორც „ტიკტოკის“ ვარსკვლავი და სოციალურ ქსელებში მნიშვნელოვანი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა უსმანის სურვილით ისინი პირად ცხოვრებას არასოდეს ასაჯაროებენ.









