სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

12:49 | 24.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩაბი ალონსო: "მთავარი შედეგია და ჩვენ ამას ვაცნობიერებთ"

ესპანეთის ლა ლიგის მე-13 ტურში მადრიდის "რეალი" "ელჩეს" ესტუმრა და ქულები დაკარგა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"ეს ფეხბურთია, სადაც ყველაფერი ხდება. კარგი სერიის შემდეგ ბოლო ორ მატჩში ქულები დავკარგეთ და რა თქმა უნდა ბედნიერები არ და ვერ ვიქნებით. ჩვენ ყველა მატჩში მოგებისთვის ვიბრძვით, თუმცა ხანდახან ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. ამ სპორტში მთავარია შედეგი და ჩვენ ამას ვაცნობიერებთ და თვითკრიტიკულები ვართ. წინ უამრავი მატჩი გვაქვს დარჩენილი და ამ მატჩიდან სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ, რადგან ზრდა და განვითარება გავაგრძელოთ. კრიტიკა მისაღებია, რადგან ჩვენ "რეალ მადრიდი" ვართ და ასეთ ცხოვრებას მიჩვეულები ვართ, გულშემატკივარი ყოველთვის გამარჯვებას ელის", - განაცხადა ალონსომ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალისთვის“ ეს ზედიზედ მეორე ფრეა ლა ლიგაში, მაგრამ ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს 32 ქულით. თუმცა, უნდა ითქვას, რომ „ბარსელონა“ უკვე მხოლოდ ერთადერთი ქულით ჩამორჩება. ჩაბი ალონსოს გუნდი მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ გამართავს, ხოლო ლა ლიგის მატჩს 1 ნოემბერს გამართავს და "ხირონას" ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097303