მსოფლიოს 17-წლამდე ჩემპიონატზე ფინალისტების ვინაობა გაირკვა.
ნახევარფინალში პორტუგალიის 17-წლამდე ნაკრებმა ბრაზილიას დაძაბულ ბრძოლაში აჯობა. მატჩი უგოლოდ დასრულდა, საბოლოოდ, პორტუგალიელებმა პენალტების სერიაში 6:5 გაიმარჯვეს.
მეორე ფინალისტი ავსტრიის ნაკრებია, რომელმაც იტალიას სძლია - 2:0.
შედეგად, 27 ნოემბერს, ფინალში პორტუგალია და ავსტრია შეხვდებიან, იმავე დღეს, მანამდე, მესამე ადგილისთვის იტალია ბრაზილიას გაეჯიბრება.









