ფეხბურთი

23:00 | 24.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბოდო გლიმტი" - "იუვენტუსის" მატჩი ყინვასა და თოვლში

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში „ბოდო გლიმტისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი რთულ პირობებში გაიმართება.

მატჩის დღეს მოსალოდნელია ძლიერი ქარი, თოვლი და ყინვა. თამაშის მომენტში -8 გრადუს ტემპერატურასაც ვარაუდობენ. თამაშის გადადების რისკიც არსებობს, მაგრამ ნორვეგიული კლუბის მთავარი მწვრთნელი კიეტილ კნუტსენი იმედოვნებს, რომ ამინდი ფეხბურთის თამაშში ხელს გუნდებს არ შეუშლის.

„ამინდთან დაკავშირებით ვერაფერს ვიზამთ. იმედი მაქვს, კარგი პირობები იქნება და ფეხბურთის თამაშს შევძლებთ. ამინდი ისეთი იქნება, როგორიც არის, ნოემბრის ბოლოა და ბოდოში ვართ“, - თქვა კნუტსენმა.

შეგახსენებთ, რომ ოთხი ტურის შემდეგ „ბოდო გლიმტს“ მხოლოდ ორი ქულა აქვს, უკეთეს მდგომარეობაში არც „იუვენტუსია“, რომლის აქტივში მხოლოდ 3 ქულაა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094639