ლივერპულის „ევერტონის“ ფეხბურთელი იდრისა განა გეიე „მანჩესტერთან“ მატჩში მოედნიდან გააძევეს - უცნაური ისაა, რომ თანაგუნდელთან ჩხუბის გამო.
შეხვედრის მე-13 წუთზე გეიე მაიკლ კინს ეკამათა, რომელსაც სილაც გააწნა, რაც მსაჯმა შეამჩნია და 36 წლის ნახევარმცველს წითელი ბარათი უჩვენა.
მსგავსი შემთხვევები ადრეც მომხდარა, მაგრამ არც ისე ხშირად. ასე რომ, იდრისამ „ევერტონი“ თითქმის მთელი თამაში 10 კაცით დატოვა მოედანზე, იმიტომ, რომ თანაგუნდელს დაარტყა..









