ინგლისის პრემიერლიგის მე-12 ტურში „ევერტონი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ესტუმრა, რომელიც 1:0 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ მე-13 წუთიდან „ევერტონი“ მოედანზე 10 კაცით იყო, რადგან იდრისა განა გეიე გააძევეს. რისთვის? თანაგუნდელს, მაიკლ კინს სახეში გაარტყა...
მიუხედავად ამისა, რუბენ ამორიმის გუნდმა ეს უპირატესობა ვერ გამოიყენა და უქულოდ დარჩა. 29-ე წუთზე კირმან დიუსბერი-ჰელმა შესანიშნავი გოლი გაიტანა, რომელმაც მატჩის ბედი გადაწყვიტა.
„მანჩესტერი“ 18 ქულით მეათე ადგილზეა, ასევე 18 ქულა აქვს „ევერტონს“ და მე-11 პოზიციაზეა.









