სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

10:26 | 25.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრემიერლიგის ანტირეკორდი დაამყარა „ოლდ ტრაფორდზე“

სტატისტიკური პორტალის, Opta Sport-ის ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრემიერლიგის პირველი მატჩი წააგო „ოლდ ტრაფორდზე“ მოწინააღმდეგის მოედნიდან გაძევების შემდეგ.

„წითელმა ეშმაკებმა“ ასეთი მატჩებიდან 36 მოიგეს, დანარჩენი 10 კი ფრედ დაასრულეს.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ შინ „ევერტონთან“ 0:1 წააგო. სტუმრები მე-13 წუთზე ათი კაცით დარჩნენ მოედანზე, იდრისა გუეიეს მიერ თანაგუნდელის, მაიკლ კინის სახეში დარტყმისთვის მიღებული წითელი ბარათის გამო.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ამჟამად პრემიერ ლიგაში 18 ქულით მე-10 ადგილზეა, ხოლო „ევერტონი“ 18 ქულით მე-11-ზე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.085479