დანიის ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ოგე ჰარეიდეს ტვინის კიბო დაუდგინდა.
მან ექვსკვირიანი სხივური თერაპია დაასრულა. ამჟამად ის ქიმიოთერაპიას და მედიკამენტებს იღებს - გვამცნობს NRK.
ფეხბურთელობისას ის თამაშობდა ნორვეგიულ კლუბებში „ჰიოდსა“ და „მიოლდეში“, ასევე ინგლისურ „ნორვიჩ სიტისა“ და „მანჩესტერ სიტიში“. ნორვეგიელმა სამწვრთნელო კარიერა 1985 წელს „მიოლდეში“ დაიწყო, რომელმაც მისი ხელმძღვანელობით დანიის თასი მოიგო (1994). მოგვიანებით ის მუშაობდა შვედურ კლუბებში „ჰელსინგბორგსა“ და „მალმიოში“, ნორვეგიულ „რუსენბორგსა“ და „ვიკინგში“, ასევე დანიურ „ბრონდბიუში“. წლების განმავლობაში ის ნორვეგიის (2003-2008), დანიისა (20156-2020) და ისლანდიის (2023-2024) ეროვნულ ნაკრებებს წვრთნიდა, რაც მისი ბოლო თანამდებობა იყო. მან სამწვრთნელო კარიერა 2024 წელს დატოვა.







