სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

15:18 | 25.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინი „ბარსელონაში“ ტრანსფერის შესახებ: „ჯერ არავინ დამკავშირებია“

მიუნხენის „ბაიერნისა“ და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა ჰარი კეინმა „ბარსელონაში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ ჭორებზე ისაუბრა.

„არავის დავკავშირებივარ და არც მე დამკავშირებიან. ამჟამინდელ სიტუაციაში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, თუმცა ჯერ არ განგვიხილავს ჩემი სიტუაცია „ბაიერნთან“. არანაირი აჩქარება არ არის. მიუნხენში ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ჩემს თამაშებშიც ჩანს. თუ დაინტერესდებიან, ვნახოთ. თუმცა, ახალ სეზონზე ჯერ არ ვფიქრობ. ამ ზაფხულს მსოფლიო ჩემპიონატი მოდის. და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ სეზონის შემდეგ რამე შეიცვალოს“, - ციტირებს ჟურნალისტი ტობი ალტშაფლი კეინის სიტყვებს სოციალურ ქსელ X-ზე.

ამ სეზონში ფეხბურთელმა კლუბის რიგებში 18 მატჩი ჩაატარა, 24 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169936