სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

17:20 | 25.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" ლეგენდარული მეკარე, ლორენცო ბუფონი გარდაიცვალა

„მილანის“ ლეგენდარული მეკარე ლორენცო ბუფონი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა შვილმა დაადასტურა.

ბუფონის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევაა.

ის 1949-1959 წლებში „მილანის“ კარს 277 მატჩში იცავდა და 5-ჯერ სკუდეტო მოიგო. შემდეგ „ჯენოაში“, „ინტერსა“ და „ფიორენტინაშიც“ ითამაშა, ხოლო 1958-1962 წლებში იტალიის ნაკრებში 15 მატჩი ჩაატარა.

ლორენცო ბუფონი ჯანლუიჯი ბუფონის ბაბუის ბიძაშვილი იყო. მან წლების წინ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ თავის დროზე, უცნობი და პატარა ჯიჯი ბუფონი „მილანს“ ურჩია, მაგრამ ლომბარდიულ კლუბში მასზე უარი თქვეს:

„როდესაც სკაუტი ვიყავი, „მილანში“ ბუფონი მივიყვანე, მაგრამ მასთან კონტრაქტი არ გააფორმეს“, - ამბობდა წლების წინ ლორენცო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096167