ფეხბურთი

18:55 | 25.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ჩვენი მიზანი ყოველ მატჩში ერთია - დომინირება"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ტოტენჰემთან“ მატჩამდე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის მომზადება უფრო ადვილია და ფეხბურთელებთან ბევრი საუბარი საჭირო არაა.

„ტოტენჰემმა“ სეზონი შესანიშნავად დაიწყო და ჩემპიონთა ლიგაზე ჯერ კიდევ დაუმარცხებელია. მათი მოთამაშეების უმეტესობა სხვადასხვა ნაკრების წევრია. ძლიერი გუნდია. ჩვენი მიზანი ყველა მატჩში ერთია: დომინირება. რთული იქნება, მაგრამ „პარკ დე პრენსზე“ ვითამაშებთ და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი გულშემატკივრების წინაშე შესანიშნავ მატჩს ჩავატარებთ.

ჩემპიონთა ლიგისთვის მომზადება უფრო ადვილია. ბევრი ლაპარაკი არ გვჭირდება, ეს ჩვენი ტურნირია, მოქმედი ჩემპიონები ვართ და გვსურს ჩვენი გზის გაგრძელება. მარკინიოსი? თუ მზად იქნება, ოთხშაბათს მე-500 მატჩს ჩაატარებს. ეს წარმოუდგენელი რიცხვია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის და ყველა მოთამაშისთვის. მშვენიერია ასეთი შთამბეჭდავი რეზიუმეს მქონე მოთამაშის ნახვა. ის სხვა ტიპის მოთამაშეა, ნამდვილი ლიდერი. ის მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, რომ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ჩემთან იქნება“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ტოტენჰემის“ მატჩი 26 ნოემბერს, 23:55 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097524