მადრიდის „რეალი“ „კომოდან“ ნიკო პასის დაბრუნებას აპირებს. არგენტინელი შემტევი „სამეფო კლუბის“ აღზრდილია, მაგრამ შარშან იტალიაში გაუშვა.
თუმცა, „რეალს“ აქვს ნიჭიერი ფეხბურთელის უკან დაბრუნების უპირატესი უფლება, რომლის გამოყენებას აპირებს. იანვარში გარიგების განხორციელების შანსი დაბალია, რადგან „კომოს“ სამხრეთამერიკელის შენარჩუნება სეზონის ბოლომდე სურს. ამიტომ, მოსალოდნელია, რომ 2026 წლის ზაფხულში ნიკო „რეალში“ დაბრუნდება, რაზეც თანხმობა უკვე განაცხადა.
ნიკო პასი „კომოში“ 2024 წლიდან თამაშობს 48 მატჩში 11 გოლი გაიტანა, ხოლო „რეალის“ მთავარ გუნდში მას 8 შეხვედრა აქვს ჩატარებული (1 გოლი).









