ფეხბურთი

21:00 | 25.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" 13-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

საქართველოს ეროვნულ ლიგაში 34-ე ტურმა აიღო სტარტი, სადაც „დინამო ბათუმის“ 5-მატჩიანი წაგებების და 13-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყდა.

ბათუმელები უშუალო კონკურენტ „თელავს“ ესტუმრნენ და უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგეს - 2:1. პირველ ტაიმში ნიკა კალანდარიშვილმა გახსნა ანგარიში, ხოლო შემდეგ დიმიტრი მანდრიჩენკომ სხვაობა გააორმაგა. მასპინძლებმა დავით კუტალიას გოლით უპასუხეს, თუმცა, ეს მხოლოდ პრესტიჟის იყო. შედეგად, „დინამო ბათუმმა“ 11 აგვისტოს შემდეგ პირველად მოიგო, 13-მატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა და 40 ქულა დააგროვა, რითაც პლეი-აუტს სავარაუდოდ, თავს აარიდებს. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მომდევნო ტურში „სამგურალს“ შეხვდება, ხოლო „თელავი“ 30 ქულით მეცხრეა და წინ „გაგრასთან“ მატჩი აქვს. „თელავი“ პლეი-აუტში ითამაშებს ლიგაში დასარჩენად.

„გაგრამ“ ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, საკუთარ მოედანზე 4:1 აჯობა „გარეჯს“.

გიორგი ხარებაშვილმა, დავით მუჯირმა, მათე ცინცაძემ და დავით გოცირიძემ გაიტანეს, რასაც სტუმრებმა ლუკა თოლორდოვას გოლით უპასუხებს. „გაგრა“ 43 ქულით მეხუთეა, მომდევნო ტურში „თელავს“ შეხვდება, ხოლო „გარეჯი“ 34 ქულით მერვე საფეხურზეა და „იბერიას“ დაუპირისპირდება.

„თელავი“ – „დინამო ბათუმი“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 კალანდარიშვილი (36), 0:2 მანდრიჩენკო (61), 1:2 კუტალია (68)

„გაგრა“ – „გარეჯი“ 4:1 (2:0)

გოლები: 1:0 ხარებაშვილი (14), 2:0 მუჯირი (37), 3:0 ცინცაძე (60), 4:0 გოცირიძე (76), 4:1 თოლორდავა (90)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.091133