ფეხბურთი

22:59 | 25.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

არნე სლოტი: "ეს სიტუაცია მოულოდნელია კლუბისთვის, ჩეთვის და ყველასთვის"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა პსვ ეინდჰოვენთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

ნიდერლანდელმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ასეთი შედეგები მისთვის მოულოდნელი და მიუღებელია, მაგრამ პასუხსიმგებლობას საკუთარ თავზე იღებს:

„ბურთით თამაშთან დაკავშირებით ჩვენ დიდად არ განსხვავდებით გასული სეზონისგან, მაგრამ გაშვებული გოლების რაოდენობა ბევრია. ბევრჯერ მითქვამს, რომ ვერასდროს იპოვით საკმარის საბაბს, რომ ასე ვითამაშოთ. ეს მოულოდნელია კლუბისთვის, ჩემთვის და ყველასთვის. თუმცა, რაც უფრო რთულდება ამ კლუბში, მით უფრო ერთად ვართ. გაშვებული გოლების რაოდენობა თითქმის სასაცილოა ჩვენნაირი კლუბისთვის. უფრო მეტ გოლს ვუშვებთ, ვიდრე გასულ სეზონში. გასულ სეზონში ამ დროს სტანდარტული სიტუაციიდან გოლი არ მიგვიღია, ახლა კი ცხრა გოლი გავუშვით.

ვიღებ პასუხისმგებლობას, თავს დამნაშავედ ვგრძნობ. როგორც მენეჯერი, ვცდილობ, მაგალითი ვიყო. გულწრფელად რომ ვთქვა, არ ველოდი, რომ ამ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდი, ტაქტიკურად ჩვენი მიდგომით და ჩვენი მოთამაშეების ხარისხით... ბოლო შედეგები მიუღებელია. ეს ისეთი სიტუაციაა, რომელიც არ გინდა, განსაკუთრებით თუ „ლივერპულში“ მუშაობ“, - აღნიშნა სლოტმა.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულს“ ჩემპიონთა ლიგაზე 9 ქულა აქვს, მაგრამ პრემიერლიგაში 12 ტურის შემდეგ 18 ქულით მხოლოდ მე-12 ადგილზეა და ბოლო 11 მატჩიდან ყველა ტურნირზე 8-ჯერ დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098436