ინგლისის ჩემპიონშიფის მე-17 ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „პრესტონს“ დაუზავდა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე თითქმის 8-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.
ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა და ზუსტად 234 დღის შემდეგ პირველად ითამაშა, რაც რა თქმა უნდა, შესანიშნავი სიახლეა.
„უოტფორდმა“ ქულები დაკარგა, გუნდებმა პირველივე ტაიმში გოლები გაცვალეს და მატჩი 1:1 დასრულდა.
გიორგი ჩაკვეტაძეს აქამდე ბოლო მატჩი ჩატარებული გასულ სეზონში, 5 აპრილს ჰქონდა. „უოტფორდს“ 24 ქულა აქვს, მომდევნო ტურში კი 1-ელ დეკემბერს, „ბირმინგემს“ სტუმრად დაუპირისპირდება.









