წყაროს ცნობით ბრაზილიელ ფეხბურთელს ტკივილები მარცხენა მუხლის არეში აწუხებს. მან სარეაბილიტაციო პროცესი უკვე დაიწყო, მაგრამ "სანტოსს" ის ჩემპიონატის დარჩენილ 3 ტურში ვერ დაეხმარება. არადა "სანტოსი" ჩემპიონატში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, 3 ტურით ადრე 38 ქულით მე-17 ადგილზე იმყოფებიან და გასავარდნ ზონაში არიან.
ეს ყველაფერი არ არის, ნეიმარმა შესაძლოა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატიც გამოტოვოს, რადგან ფორმაში შესასვლელად და კარლო ანჩელოტისთვის თავის მოსაწონებლად გაცილებით ნაკლები დრო რჩება.
ნეიმარი „სანტოსის“ ახალგაზრდული სისტემის აღზრდილია, რომელიც გუნდს 2025 წლის იანვარში დაუბრუნდა და მას შემდეგ 25 მატჩში 7 გოლი და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.









