სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

14:51 | 26.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" მაიკ მენიოს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები განაახლა

ლონდონის "ჩელსი" რომ მაიკ მენიოს შეძენითაა დაინტერესებულია ეს არ ახალი ამბავია, რადგან "არისტოკრატები" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ფრანგ ფეხბურთელთან აქტიურად აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.

როგორც ცნობილი ინსაიდერი საშა ტავოლიერი იტყობინება, "ჩელსის" წარმომადგენლებმა" მაიკ მენიოს აგენტთან მოლაპარაკებები განაახლა, მათი მიზანია ფრანგი მეკარე 2026 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გაიფორმონ, რადგან მენიოს "მილანთან" კონტრაქტი სწორედ ამ დროს ეწურება.

ყველაფერთან ერთად, ლონდონელები მზად არიან ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დანიელი მეკარე ფილიპ იორგენსენი გაასხვისონ, რათა მენიოსთვის გუნდში ადგილი განთავისუფლდეს.

შეგახსენებთ, რომ მაიკ მენიო "მილანის" ღირსებას 2021 წლიდან იცავს, მას მიმდინარე სეზონში 13 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099341