„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ყარაბაღთან“ (2:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა:
„ნაპოლი“ მკვდარი არ ყოუილია, ამიტომ, საქმე იმას არ ეხება, ცოცხლები ვართ თუ არა. უბრალოდ, ყოველთვის მნიშვნელოვანია მუშაობის გაგრძელება. ბიჭებმა და მე ვიცით, რომ ყოველთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ტრავმებთან დაკავშირებით ძალიან რთული პერიოდია, სათადარიგო სკამზე მხოლოდ 7 ფეხბურთელი გვყავდა, აქედნა ორი მეკარე და ორიც აკადემიის ფეხბურთელი. ძალიან რთული პერიოდია, მაგრამ სეზონის დასაწყისიდან ასეა. წინ მივდივართ, „ატალანტასთან“ შესანიშნავად ვითამაშეთ, ასევე „ყარაბაღთან“, რომელმაც არ დაგვავიწყდეს, „ჩელსისთან“ ფრე ითამაშა და „ბენფიკასთან“ გაიმარჯვა. ჩემპიონთა ლიგაზე ადვილი მეტოქეები არ არსებობენ“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ ჩემპიონთა ლიგაზე 5 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს მოპოვებული.





