საქართველოს საკალათბურთო ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა უკრაინასთან მატჩისთვის ცნობილია.
ალექსანდერ ჯიკიჩმა მოსამზადებელი პერიოდის დასასრულს და მატჩამდე ერთი დღით ადრე შემდეგი კალათბურთელები შეარჩია:
ანდრონიკაშვილი, ჯინჭარაძე, ბურჯანაძე, შერმადინი, სანაძე, ტურძილაძე, კორსანტია, ფევაძე, შენგელია, მაკფადენი, მაზიაშვილი, ხატიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 27 ნოემბერს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით უკრაინას თბილისში უმასპინძლებს (20:30 საათი), ხოლო 30 ნოემბერს, სტუმრად ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.









