ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში „ლივერპულის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაშია.
პსვ-სთან შეხვედრაში „წითლების“ კარს ქართველი მეკარე დაიცავს, რადგან გავრცელებული ცნობით, ალისონს მაღალი ტემპერატურა აქვს. შესაბამისად, მას გიორგი შეცვლის.
მამარდაშვილისთვის ეს ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხე მატჩი იქნება, ხოლო „ლივერპულის“ მაისურით ყველა ტურნირზე - მეათე.









