ფეხბურთი

11:12 | 27.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

არნე სლოტი: "ჩემს მომავალზე არ ვფიქრობ, მაგრამ კლუბისგან ნდობას ვგრძნობ"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა პსვ ეინდჰოვენთან განადგურების (1:4) შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ის არ ფიქრობს თავის მომავალზე, თუმცა აღნიშნა, რომ კლუბის ხელმძღვანელობისგან ნდობას გრძნობს:

„მინდა პოზიტიურად შევაფასო ფეხბურთელების რეაქცია მას შემდეგ, რაც 0:1 ვაგებდით, რადგან შესენებამდე კარგად ვითამაშეთ. ერთადერთი გამოსავალია - უნდა შევხედოთ ჩვენს მდგომარეობას და ვიბრძოლოთ.

ჩემს მომავალზე არ ვნერვიულობ. ჩემი ყურადღება სხვა რამეზეა გამახვილებული და არა საკუთარ თავზე ფიქრზე. ვესაუბრები "ლივერპულის" ხელმძღვანელობას, გვაქვს დიალოგი, მაგრამ ისინი ყოველ წუთს არ მირეკავენ იმის სათქმელად, რომ მენდობიან. ჩვეულებრივი საუბრები გვაქვს და ვგრძნობ ნდობას. ამ თამაშის შემდეგ მათთან ჯერ არ მისაუბრია, ასე რომ, ვნახოთ.

ეს შოკია. ასეთი რამ ძალიან მოულოდნელია, თუ დააკვირდებით ჩვენს ხარისხს, როგორი ფეხბურთელები გვყავს. თავდაჯერებულობის ნაკლებობაა? პირველ ტაიმში ეს ვერ შევამჩნიე, მაგრამ არ არის ის მენტალიტეტი, რაც ამ მოთამაშეებმა უამრავჯერ აჩვენეს მას შემდეგ, რაც აქ ვარ“, - თქვა სლოტმა.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ ბოლო სამი მატჩი წააგო (0:3, 0:3, 1:4), ბოლო 12 თამაშიდან კი 9-ჯერ დამარცხდა. შედეგად, ძალიან რთულ სიტუაციაშია და ამიტომაც, სლოტის გათავისუფლების შანსი იზრდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.084816