ფეხბურთი

12:53 | 27.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალმა“ 2005/06 წლების ჩემპიონთა ლიგის მიღწევა გაიმეორა

ლონდონის „არსენალმა“ 2005/06 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის მიღწევა გაიმეორა. „მეთოფეებმა“ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში ხუთი მატჩიდან ხუთი მოიგეს 20 წლის განმავლობაში პირველად, იტყობინება Opta სოციალურ პლატფორმა X-ზე. 2005/06 წლების სეზონში „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც „ბარსელონასთან“ 1:2 დამარცხდა.

წინა დღეს, 26 ნოემბერს, „მეთოფეები“ ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის ფარგლებში „ბაიერნს“ შეხვდნენ. მატჩი ლონდონში, „ემირეითს“ სტადიონზე გაიმართა. მიკელ არტეტას გუნდმა 3:1 გაიმარჯვა.

წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ ჩატარდება. შეჯიბრის გადამწყვეტი მატჩი 2026 წლის 30 მაისს გაიმართება.

თეგებიარსენალი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093248