ფეხბურთი

16:23 | 27.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ეს არის სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ“ - ჯერარდი სლოტის „ლივერპულიდან“ შესაძლო გათავისუფლებაზე

„ლივერპულის“ ყოფილმა ნახევარმცველმა და კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა „წითლების“ მთავარი მწვრთნელის, არნე სლოტის შესაძლო გათავისუფლებაზე ისაუბრა. „ლივერპულმა“ ამ სეზონში ყველა ტურნირზე ცხრა მატჩი წააგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრა პსვ ეინდჰოვენთან 4:1.

„ეს არის სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. მეც ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში. უნდა გესმოდეთ, რომ ეს პრობლემები აუცილებლად წამოიჭრება. განსაკუთრებით უმაღლეს დონეზე. ეს გარდაუვალია“, - ციტირებს ჯერარდის სიტყვებს Daily Mail.

არნე სლოტმა „ლივერპული“ 2024 წლის ზაფხულში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით, „წითლებმა“ 2024/25 წლების სეზონის ბოლოს ინგლისის პრემიერლიგა მოიგეს.

0.094117