თუ კლუბის ხელმძღვანელობა არნე სლოტის გათავისუფლებას გადაწყვეტს, „ტოტენჰემისა“ და „ნოტინგემ ფორესტის“ ყოფილმა მენეჯერმა ანგელოს პოსტეკოღლუმ შესაძლოა „ლივერპული“ ჩაიბაროს, იუწყება TEAMtalk.
წყაროს ცნობით, ნიდერლანდელი მწვრთნელი კვლავ სარგებლობს მერსისაიდური კლუბის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით, თუმცა „ლივერპულის“ მფლობელები აღფრთოვანებულნი არიან პოსტეკოღლუთით და მას ამ თანამდებობისთვის შესაფერის კანდიდატად მიიჩნევენ.
არნე სლოტმა „ლივერპული“ 2024 წლის ზაფხულში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით „წითლებმა“ 2024/25 წლების სეზონში ინგლისის პრემიერლიგა მოიგეს. „ლივერპულმა“ ამ სეზონში ყველა ტურნირზე ცხრა მატჩი წააგო, ოთხშაბათს კი ჩემპიონთა ლიგაზე პსვ-სთან 4:1 დამარცხდა.





