ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეხუთე ტურის მთავარი მატჩი ლონდონში გაიმართა, სადაც "არსენალმა" მიუნხენის ბაიერნს" უმასპინძლა და მეტოქე 3:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ იოზუა კიმიხმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ "არსენალი" არ არის ყველაზე ძლიერი გუნდი, რომელთანაც ამ სეზონში ითამაშეს. გერმანელის აზრით "პარი სენ-ჟერმენი" გაცილებით ძლიერია.
"რთული თამაში გამოვიდა, თუმცა საბოლოო ჯამში სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ. "არსენალმა" მოგება დაიმსახურა, თუმცა ამ სეზონში ვის წინააღმდეგაც გვითამაშია ყველაზე ძლიერი გუნდი "პარი სენ-ჟერმენია". განსაკუთრებით მათი სათამაშო სტილი მინდა გამოვყო. რაც შეეხება "არსენალს" ისინი მხოლოდ სტანდარტების იმედად არიან, ცდილობენ გრძელი პასები აკეთონ და უპირატესობა საჰაერო ორთაბრძოლებით მოიპოვონ. ვფიქრობ მათ სწორედ ამ კომპონენტებში გვაჯობეს და არა ფეხბურთის თამაშში", - განაცხადა კიმიხმა.
შეგახსენებთ, რომ "არსენალს" 5 ტურის შემდეგ 15 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, ხოლო "ბაიერნი" 12 ქულით მესამეა.









