სხვა

19:15 | 27.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდო ილია თოფურიასთან ერთად WOW-FC-ის თანამოწილე გახდა

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ ილია თოფურიასთან ერთად MMA-ს ორგანიზაცია WOW-ის თანამოწილე გახდა. აღნიშნული ინფორმაცია თავად რონალდუმ სოციალური ქსელის საშუალებით გვაუწყა და კომენტარიც გააკეთა.

"მოხარული ვარ, გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი ამბავი, wowfcmma-ს აქციონერი ვხდები. ჩვენ გვაერთიანებს ღირებულებები, რომლებისაც მე ნამდვილად მწამს - დისციპლინა, პატივისცემა, გამძლეობა და სრულყოფილებისკენ მუდმივი სწრაფვა. WOW FC ქმნის რაღაც უნიკალურს და ძლიერს და მე ვამაყობ, რომ ვუერთდები ამ პროექტს, რათა ხელი შევუწყო სპორტის ამაღლებას და შთავაგონო მომავალი თაობა", - დაწერა რონალდუმ.

აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა ილია თოფურიაც და რონალდუს მიმართა - "კეთილი იყოს შენი მობრძანება ოჯახში".



შეგახსენებთ, რომ WOW-FC ესპანეთშია დაფუძნებული და გულშემატკივრებში პოპულარობას დღითიდღე იხვეჭს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092674