„ლივერპულის“ ყოფილმა ნახევარმცველმა სტივ მაკმანამანმა „წითლების“ მთავარი მწვრთნელის, არნე სლოტის მომავალზე ისაუბრა. მაკმანამანის თქმით, ჯერ ადრეა რაიმე დასკვნების გამოტანა ან ნიდერლანდელის გათავისუფლებაზე საუბარი. „ლივერპულმა“ ამ სეზონში ყველა ტურნირზე ცხრა მატჩი წააგო, გასულ ოთხშაბათს კი ჩემპიონთა ლიგაზე პსვ ეინდჰოვენთან 4:1 დამარცხდა.
„არა მგონია, ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. ასეთი კითხვების დასასმელად, „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგას უნდა გამოეთიშოს და პრემიერლიგის ცხრილის ბოლოში აღმოჩნდეს.
მერსისაიდელები იანვრის დასაწყისში არსენალს ეთამაშებიან და შემდეგ ამაზე უნდა ვიფიქროთ. იმ დროისთვის სეზონი სრული სვლით დაიწყება“, - ციტირებს მაკმანამანის სიტყვებს Daily Mail.









