კატარში 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა, რომელიც პორტუგალიის ნაკრებმა მოიგო.
პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრები ფინალში ავსტრიელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხეს. შეხვედრაში ერთადერთი გოლი 32-ე წუთზე გავიდა, თავი ანსიო კაბრალმა გამოიჩინა და საკუთარ ნაკრების ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა.
ტურნირზე მესამე ადგილი იტალიის ნაკრებმა დაიკავა. "სკვადრა აძურა" მესამე ადგილისთვის მატჩში ბრაზილიის ნაკრებს დაუპირისპირდა, შეხვედრის ძირითადი ფრედ 0:0 დასრულდა და საქმე თერთმეტმეტრიანებამდე მივიდა, სადაც უფრო ზუსტი იტალიელები იყვნენ და საბოლოოდ 4:2 იმარჯვეს.









