UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც "ელ მატადორმა" სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
"2026 წლის დასაწყისში ბრძოლას არ ვაპირებ.პირად ცხოვრებაში რთულ პერიოდს გავდივარ. მინდა, ყურადღება ჩემს შვილებზე გავამახვილო და ეს სიტუაცია რაც შეიძლება მალე მოვაგვარო. არ მინდა დივიზიონის შეფერხება. UFC საჭირო ბრძოლებს ჩაატარებს და როგორც კი საკითხები მოგვარდება, UFC-ს შევატყობინებ, რომ დაბრუნებისთვის მზად ვარ", -დაწერა თოფურიამ.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ბოლო ბრძოლა ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ გამართა და ბოლო პერიოდში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ ქართველი მებრძოლი 2026 წლის დასაწყისსში იბრძოლებდა, თუმცა ილიამ ეს ყველაფერი უარყო.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ილია თოფურიას ეს განცხადება ადასტურებს იმ ფაქტს, რომ გავრცელებული ინფორმაცია მასა და ჯორჯინაზე სინამდვილეს შეესაბამება და ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.









