სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

2:00 | 28.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე ბუნდესლიგის უახლოეს ტურში ვერ ითამაშებს

„ჰაიდენჰაიმის“ თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე ბუნდესლიგის უახლოეს ტურში „უნიონ ბერლინთან“ ვერ ითამაშებს.

როგორც კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა თქვა, ბუდუს მუხლის პრობლემა აქვს, მაგრამ უცნობია, რამდენად სერიოზულია დაზიანება და როდემდე იუქმებს ქართველი ფორვარდი:

„გასულ კვირასთან შედარებით კიდევ ერთი მოთამაშე იქნება მიუწვდომელი - ბუდუ ზივზივაძე მუხლის პრობლემების გამო ვერ ითამაშებს. სხვა შემთხვევაში, ყველაფერი რიგზეა“, - თქვა მატჩის წინ შმიდტმა.

შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძეს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, მან თავი „აინტრახტის“ წინააღმდეგ გამოიჩინა.

„ჰაიდენჰაიმი“ 5 ქულით ბუნდესლიგაში ბოლო, მე-18 ადგილზეა, ხოლო „უნიონ ბერლინს“ 29 ნოემბერს, თბილისის დროით 18:30 საათზე დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.163993