ფეხბურთი

11:54 | 28.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიაში პირველად მალტურმა გუნდმა ევროთასების ძირითად ეტაპზე თამაში მოიგო

მალტური საკლუბო ფეხბურთის ისტორია კიდევ ერთხელ დაიწერა: კონფერენს ლიგის მეოთხე ტურში „ჰამრუნმა“ გიბრალტარის „ლინკოლნ რედი“ 3:1 დაამარცხა და ეს პირველი შემთხვევაა, როცა მალტურმა გუნდმა ევროტურნირების ძირითად ეტაპზე თამაში მოიგო.

ჯაკომო მოდიკას გუნდმა მეტოქეს აჯობა, მიუხედავად იმისა, რომ 57-ე წუთზე ანგარიშში ჩამორჩა. შემდეგ მალტელებმა სამჯერ გაიტანეს და ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს. ამრიგად, „ჰამრუნი“ კონფერენს ლიგაზე გასვლას არ დასჯერდა, იქ თამაშიც მოიგო.

თავის მხრივ, თუ ეს „ჰამრუნისთვის“ პირველი მოგება იყო და 3 ქულა აქვს ოთხ ტურში, „ლინკონ რედის“ აქტივში 4 ქულაა. „ჰამრუნი“ მომდევნო ტურში დონეცკის „შახტარს“ უმასპინძლებს.

0.166789