სხვა

10:15 | 28.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: პედი პიბლეტი და ჯასტინ გეიჯი დროებითი ქამრისთვის იბრძოლებენ

ოფიციალურად დადასტურდა, რომ UFC-ის მსუბუქი დივიზიონის დროებითი ქამრისთვის პედი პიმბლეტი და ჯასტინ გეიჯი იბრძოლებენ. მათ შორის გამარჯვებული კი ილია თოფურიას ზაფხულში ან შემოდგომით დაუპირისპირდება. აღნიშნული ინფორმაცია თავად დენა უაითმა დაადასტურა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ გახმაურდა, რაც ილია თოფურიამ სოციალური ქსელის საშუალებით გვამცნო, რომ 2026 წლის პირველ მეოთხედში ბრძოლას არ აპირებს. ამის მიზეზად კი "ელ მატადორმა" ოჯახური პრობლემები დაასახელა.

"2026 წლის დასაწყისში ბრძოლას არ ვაპირებ.პირად ცხოვრებაში რთულ პერიოდს გავდივარ. მინდა, ყურადღება ჩემს შვილებზე გავამახვილო და ეს სიტუაცია რაც შეიძლება მალე მოვაგვარო. არ მინდა დივიზიონის შეფერხება. UFC საჭირო ბრძოლებს ჩაატარებს და როგორც კი საკითხები მოგვარდება, UFC-ს შევატყობინებ, რომ დაბრუნებისთვის მზად ვარ", -დაწერა თოფურიამ.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ილია თოფურიას ეს განცხადება ადასტურებს იმ ფაქტს, რომ გავრცელებული ინფორმაცია მასა და ჯორჯინაზე სინამდვილეს შეესაბამება და ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

პედი პიმბლეტისა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლა UFC324-ზე 2026 წლის 25 იანვარს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092832