სხვა

14:01 | 28.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

UFC324 -ზე პიმბლეტისა და გეიჯის გარდა კიდევ ბევრი გამორჩეული ბრძოლები გაიმართება

UFC-ის პრეზიდენტმა დენა უაითმა 2026 წლის პირველი სატიტულო ორთაბრძოლები დააანონსა. UFC-324 25 იანვარს გაიმართება და მთავარი ორთაბრძოლაში პედი პიმბლეტი და ჯასტინ გეიჯი მსუბუქი დივიზიონის დროებითი ქამრის მფლობელის ვინაობას გაარკვევენ.

თანამთავარ ორთაბრძოლაში კაილა ჰარისონი საჩემპიონო ქამრის დაცვას ამანდა ნუნეშის წინააღმდეგ შეეცდება. გარდა ამ ორი საჩემპიონო ორთაბრძოლისა მაყურებელი უამრავ საინტერესო ბრძოლას იხილავს.

უმარ ნურმაგომედოვი რეიტინგის მეექვსე ნომერ დეივესონ ფიგიერედოს შეხვდება, ასევე 7 თვიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება შონ ო'მაილი, რომელიც სონგ იადოგს დაუპირისპირდება. ამავე ქარდზე იბრძოლებს არნოლდ ალენი, მისი მეტოქე ბრაზილიელი ჟან სილვა იქნება.

დენა უაითმა ასევე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქვესაშუალო დივიზიონში ალექსანდერ ვოლკანოვსკი საჩემპიონო ქამარს დიეგო ლოპესის წინააღმდეგ დაიცავს, ეს ბრძოლა პირველ თებერვალს შედგება.

შეგახსენებთ, რომ პედი პიმბლეტსა და ჯასტინ გეიჯის შორის გამარჯვებული ზაფხულში ან შემოდგომით ილია თოფურიას შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.177838