ფეხბურთი

19:58 | 28.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვან პერსი შვილის დებიუტზე: "გადამწყვეტილება მივიღე, როგორც მწვრთნელმა და არა მამამ"

როტერდამის „ფეიენოორდის“ მთავარმა მწვრთნელმა რობინ ვან პერსიმ „სელტიკთან“ მარცხის (1:3) შემდეგ თავისი შვილის დებიუტზე ისაუბრა.

ვან პერსიმ მე-80 წუთზე თამაშში 19 წლის შაკილ ვან პერსი ჩართო, რის გამოც მოუწია განმარტების გაკეთება და აღნიშნა, რომ ეს გადამწყვეტილება მწვრთნელის გადმოსახედიდან მიიღო და არა მამის.

„ეს გადაწყვეტილება მწვრთნელის რანგში მივიღე და არა მამის რანგში. ვაგებდით და გოლის გატანა გვჭირდებოდა, ის კი ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც ამის გაკეთება ნებისმიერი პოზიციიდან შეუძლია. მშობლის პერსპექტივიდან, ყოველთვის განსაკუთრებული მომენტია შენი შვილის დებიუტის ნახვა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამ მომენტზე არ ვიყავი კონცენტრირებული, უბრალოდ ჩემს საქმეს ვაკეთებდი, ისევე როგორც შაკილი აკეთებდა თავისას. მას ჩვენს ერთ-ერთ მოთამაშედ მივიჩნევ და მან ეს დებიუტი დაიმსახურა. ვამაყობ იმით, თუ რამდენად შრომისმოყვარეა“, - უთხრა ვან პერსიმ ადგილობრივ მედიას.

„ფეიენოორდი“ კრიზისშია: ყველა ტურნირზე ბოლო ოთხი მატჩი წააგო, ბოლო ექვსი შემთხვევიდან ხუთჯერ დამარცხდა, ევროპა ლიგაზეც ხუთ ტურში მხოლოდ 3 ქულა აქვს.

0.096041