„უდინეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა კოსტა რუნიაიჩმა „პარმასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც საბა გოგლიჩიძის შესახებაც გააკეთა კომენტარი:
"ძანოლი სექტემბერში მოვიდა, პრესეზონი ჩვენთან არ გაუვლია. არ ვიცი, როგორ მუშაობდა „ნაპოლიში“, მაგრამ იქ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი არ იყო. შესაბამისად, ჩვენგან განსხვავებული მოსამზადებელი ეტაპი ჰქონდა. იგივე შეიძლება ითქვას გოგლიჩიძეზე, რომელმაც ბოლოს პენალტი აიკიდა. ის გამოუცდელია და ვითარდება. არ მინდა, ჩემი ფეხბურთელები ნებისმიერ შემთხვევაში დავიცვა, მაგრამ ყველა ასპექტი უნდა გავითვალისწინოთ", - თქვა რუნიაიჩმა.
შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძემ მიმდინარე სეზონში „უდინეზეს“ ღირსება 7-ჯერ დაიცვა, მათ შორის, ექვსჯერ სერია A-ში, მაგრამ 29 ოქტომბრის შემდეგ კლუბში არ უთამაშია, როცა „იუვენტუსთან“ შეცდომები დაუშვა.
„უდინეზეს“ 12 ტურში 15 ქულა აქვს მოპოვებული და „პარმას“ 29 ნოემბერს დაუპირისპირდება.





