ფეხბურთი

20:31 | 28.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსმა "მონტერეის" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა

ესპანელმა ფეხბურთელმა სერხიო რამოსმა "მონტერეისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა და მექსიკურ კლუბს წლის ბოლოს, კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვებს. აღნიშნული ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურებულია.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა El Chiringuito იტყობინება, რამოსი საფეხბურთო კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს და ახალი კლუბის ძიებაშია, რომლის ვინაობასაც გულშემატკივარი უახლოეს პერიოდში გაიგებს.

შეგახსენებთ, რომ 39 წლის სერხიო რამოსი "მონტერეის" რიგებს 2025 წლის დასაწყისში შეუერთდა და მათი მაისურით 21 მატჩში თავი 3 გატანილი გოლით გამოიჩინა. ესპანელ ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში "სევილიაში" და მადრიდის "რეალში" უთამაშია, სადაც კარიერის ყველაზე კარგი წლები გაატარა. რამოსმა "სამეფო კლუბის" მაისურით 671 მატჩი ჩაატარა, სადაც 101 გოლის გატანა და 40 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.


0.093219