NBA-ში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ სტუმრად „დეტროიტ პისტონსს“ ესტუმრა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 112:109 დაამარცხა.
ქართველმა კალათბურთელმა 14 წუთში 4 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ 2-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო სამქულიანი და საჯარიმო არ უსვრია.
„ორლანდოს“ დესმონდ ბეინმა ულიდერა, რომელმაც 37 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, ხოლო ფრიც ვაგნერის აქტივში 21 ქულა და 7 მოხსნა იყო. „დეტროიტში“ კედ კანინგემი ბრყინავდა, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა - 39 ქულა, 13 მოხსნა, 11 პასი.
„ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 12 მოგებით და 8 წაგებით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 2 დეკემბერს, „ჩიკაგო ბულსთან“ გამართავს.









